logo
ENG



"ფეხს არ მოვიცვლით, სანამ კომკავშირელი რიჟვაძე არ წავა სახლში" - აქცია ბათუმში

25 ნოე 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock 787

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქტივისტები და გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.

ნუგზარ ფუტკარაძის და ამბობს, რომ მისი ძმა სისტემის მსხვერპლია და არ შეიძლება თორნიკე რიჟვაძის მსგავსი ადამიანები მართავდნენ ქვეყანას.

"რიჟვაძემ უნდა დატოვოს, არ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა მართონ ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც იმსხვერპლეს არაერთი ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული პიროვნება, ჯერ ბავშვის ქვევრში ჩაგდებით მოსული ხელისუფლება, ია კერზაია ზეწოლის მსხვერპლი და ამჟამად ჩემი ძმა. ეს სისტემა კლავს, ამ ვიდეოში მონაწილეები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ ადრე. ვიღაც კაცს ახსენებს, რომელიც რა თქმა უნდა დავით რიჟვაძეა" - ამბობს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და ნაზი ფუტკარაძე

აქციის მონაწილეები დიპლომატებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომამდე აქციები არ დაიშლება.

"მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, გუშინ რა კადრებიც ვიხილეთ გვეხება თითოეულ ჩვენთაგანს, ამიტომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გეუბნებით - არ გაპატიებთ. მოვუწოდებთ ყველა აკრედიტირებულ დიპლომატს საქართველოში, დაინტერესდით, იმიტომ რომ ნუგზარ ფუტკარაძე არის ერთი ადამიანი, რომელიც გასწირა სისტემამ, თქვენ ნახეთ ჩანაწერები როგორ კლავენ ადამიანს, ამიტომ აქ მოვედით და ფეხს არ მოვიცლით, სანამ ეს კომკავშირელი რიჟვაძე არ წავა სახლში" - ამბობს აქციის მონაწილე, აჭარის საკრებულოს წევრი.

პარალალურად, რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება თბილისში, ოცნების ოფისთან.

კირთაძის თქმითქართულ ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.


close დახურვა