logo
ENG



ჩიქოვანი: დიახ, ქალაქს რომ არ ჰქონდეს კრიზისი, მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი

26 ნოე 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock 1278
ჩიქოვანი: დიახ, ქალაქს რომ არ ჰქონდეს კრიზისი, მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი

ბათუმის მერის, ირაკლი ჩიქოვანის მტკიცებით, საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი იმისთვის მიიღო, რომ ქალაქში კრიზისი არ განვითარებულიყო.

დღეს ბათუმსა და ზუგდიდში გადარჩეულმა საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. აღნიშნულს ოპოზიცია აპროტესტებდა და სხდომის შეწყვეტასაც ცდილობდა. პროტესტის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ ორივე ქალაქში ბიუჯეტი მაინც მიიღო.

ფინანსური დოკუმენტის პროექტის თანახმად, ხელფასები ეზრდებათ მერებს, მოადგილეებსა და სხვა სახელმწიფო მოხელეებს. როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ხელფასების ზრდა ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა.

"დიახ, ქალაქს რომ არ ჰქონდეს კრიზისი, დიახ, რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა გამართულად რომ იმუშაონ, დიახ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ მიიღონ მუნიციპალური სერვისები სრულყოფილად და ქალაქები რომ განვითარდეს, ამისთვის იქნა მიღებული 2022 წლის ბიუჯეტი.

მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში შეტანილია შესაბამისი დათქმა 10 %-ით სახელფასო ნაწილის ზრდა ყველა რგოლის საჯარო მოხელეზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ასახულია როგორც საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში, ისე ჩვენც და სხვა მუნიციპალიტეტებიც, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - თქვა ჩიქოვანმა.


close დახურვა