logo
ENG



გამყრელიძე: ბოლო 21 დღეში 60 წელს ზემოთ 51757 ადამიანი აიცრა

30 ნოე 202115:02
3 წუთის საკითხავი
clock 945
გამყრელიძე: ბოლო 21 დღეში 60 წელს ზემოთ 51757 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ პირველი დოზით 60 წელს ზემოთ 51 757 ადამიანი აიცრა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი 20-21 დღეში დაფიქსირდა. 

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დღიურად, საშუალოდ, 60 წელს გადაცილებული 2 465 მოქალაქე იცრება. 

მანვე დაამატა, რომ გუშინდელი აცრილი 13 603 ადამიანიდან, 70% პირველი დოზით აცრა იყო, მათი ნახევარზე მეტი (52%) კი 60 წელს ზემოთ მოქალაქე იყო.

მთავრობის პროგრამით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქე კორონავირუსზე პირველი დოზით აცრის შემთხვვაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. 

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში. 


close დახურვა