logo
ENG

სასამართლომ უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

01 დეკ 202114:27
3 წუთის საკითხავი
clock 542
გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

უგულავას განცხადებით, ხელისუფლება დაკავებებითა და დაჯარიმებით ცდილობს, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას, რაც არ გამოუვა.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ ასეთი დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინოს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აბსოლუტური სიბრიყვეა ეს. რაც უფრო მეტს დაიჭერენ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ ეს ზამბარა მათ ცხვირში", - თქვა უგულავამ პროცესის დასრულების შემდეგ.

უგულავა 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოსთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ხმაური იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.


close დახურვა