logo
ENG



ექიმი სააკაშვილზე: ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად

03 დეკ 202117:21
3 წუთის საკითხავი
clock 1156

სამთავრობო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულეს.

როგორც ექიმმა ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ყოფილი პრეზიდენტს პერიოდულად სისუსტე აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა. იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად, ეკუთვნის მას თავისი კვების რეჟიმი. გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს ამ მედიკამენტებს", - ამბობს შარაშენიძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.


close დახურვა