logo
ENG



საძაგლიშვილი: სააკაშვილი არა მარტო შიმშილობის, არამედ წამების გამოც საჭიროებს რეაბილიტაციას

03 დეკ 202120:24
3 წუთის საკითხავი
clock 1063
2021/12/03/llrv4821pwfphqz.jpg

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გრძელდება მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი და ის არა მხოლოდ შიმშილობის, არამედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოც საჭიროებს რეაბილიტაციას.

"გრძელდება რეაბილიტაციის პროცესი, თუმცა, ცხადია, კარგად გვესმის ყველას, რომ ეს პროცესი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ შიმშილობის გამო არ არის საჭირო სააკაშვილის რეაბილიტაცია, ის არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ამის ვიდეო მტკიცებულებები ვიხილეთ, თავად მთავრობის მხრიდან გავრცელებული. მათ შორის იმ დამონტაჟებულ კადრებშიც კი, წარმოგიდგენიათ რა ნაწილებიც ამოჭრეს იქ რა შეიძლება ყოფილიყო, უტყუარად დასტურდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და ბუნებრივია ამის შემდეგ რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხიელ სააკაშვილთან იმყოფებოდა პროფესორი დავით ზურაბიშვილი და ეს პროცესი ბუნებრივია გაგრძელდება. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება რეაბილიტაცია ამ პირობებში, ვინაიდან მას არ ეძლევა თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა." - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი

დღეს მიხეილ სააკაშვილი ექიმთა კონსილიუმმაც მოინახულა. ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს პერიოდულად სისუსტე აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


close დახურვა