logo
ENG



გორის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა სოფლის გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

04 დეკ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 

გორის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა სოფლის გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს. 

მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ისინი ავტობანის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა, პოლიციამ სოფლის გავლით ამის საშუალება არ მისცა. 

სოფლის მცხოვრებლები გეგმავენ, ავტობანამდე შემოვლითი გზით მივიდნენ და გზა ასე გადაკეტონ. 

ზეღდულეთში იყო დაპირისპირება სამართალდამცველებს და ადგილობრივებს შორის. 

მიწის ნაკვეთი ინვესტორზეა გაყიდული. 

ადდგილზე გორის ახლადარჩეული მერი, ლადო ხინჩეგაშვილი ჩავიდა. 

"შეხვედრა შედგა როგორც მოსახლეობასთან, ისე ინვესტორთან. ორივე მხარეს მოვუსმინეთ, ვისაუბრეთ. დაყენებულია ამ საკითხის მოგვარება ისე, რომ თქვენი ინტერესებიც იყოს დაცული და მესაკუთრის უფლებებიც იყოს დაცული". - უთხრა მან ადგილობრივებს. 

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ პრობლემის მოგვარებას სოზარ სუბარი დაჰპირდა. ისინი ადგილზე სწორედ მის ჩასვლას ითხოვენ. 


close დახურვა