logo
ENG



მელია: ჩვენთვის მისაღებია, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყოს ენმ-დან, მაგრამ იყოს ოპოზიციონერი

06 დეკ 202100:05
3 წუთის საკითხავი
clock 1381
მელია: ჩვენთვის მისაღებია, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყოს ენმ-დან, მაგრამ იყოს ოპოზიციონერი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიისთვის მისაღებია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯამურად ოპოზიციას მეტი მანდატი აქვს, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყოს ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ იყოს ოპოზიციონერი. 

მელიამ გადაცემა კვირის ფორმულაში განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, საკრებულო იყოს ოპოზიციური.

"იმედი მაქვს, ბატონი გახარიას პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საკრებულო იქნება ოპოზიციური და საკითხი არ დადგება - ვიყო მე საკრებულოს თავმჯომარე, მაგრამ მოდით, მოადგილე იყოს ქართული ოცნების წევრი. ჩვენ თანამდებობები კი არ გვინდა საკრებულოებში, ჩვენ გვინდა, რომ ოპოზიციამ წესრიგი დაამყაროს მუნიციპალიტეტებში", - თქვა მელიამ.

წამყვანის კითხვაზე, პარტია თუ არის მზად, რომ გახარიას პარტიის წევრებს შესთავაზოს საკრებულოების თავმჯდომარეობა, მელია პასუხობს, რომ არ გამორიცხავს.

"არ გამოვრიცხავ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო იყოს ოპოზიციური. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მისაღები არის უმრავლეს ასეთ ოლქებში თავმჯდომარე საკრებულოსი არ იყოს ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ იყოს აუცილებლად ოპოზიციონერი, მაგრამ სხვა ყველა წამყვან რგოლებს სათავეში ჩაუდგეს ასევე ოპოზიციონერი", - განაცხადა მელიამ.

მისივე განცხადებით, ჯერჯერობით, გახარიას პარტიასთან ამ საკითხზე კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუმცა, მისი თქმით, "ადრე თუ გვიან მოუწევთ".

22 ნოემბერს გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის მდივანმა კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათი პარტია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არის წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავის კანდიდატებს წარადგენენ. ქემოკლიძის თქმით, მათი წარმოდგენით, ამ კონფიგურაციაში, მათ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის წევრები.


close დახურვა