logo
ENG



ფაიზერი: ვაქცინის მესამე დოზა ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს

08 დეკ 202117:27
3 წუთის საკითხავი
clock 874
ფაიზერი: ვაქცინის მესამე დოზა ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს

ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფაიზერის ვაქცინის ახლანდელი ვერსიის ბუსტერის დოზით აცრის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა 25-ჯერ იზრდება, რაც მსგავს შედეგს გვაძლევს, როგორსაც ვაქცინის 2 დოზა ვირუსის თავდაპირველი და სხვა ვარიანტების წინააღმდეგ აჩვენებდა.

ფაიზერის ცნობით, ვაქცინა ომიკრონით ინფიცირებისას ადამიანს გართულებული ავადმყოფობისგანაც იცავს.

არსებული ვაქცინის ეფექტიანობის მიუხედავად, კომპანიები აცხადებენ, რომ ომიკრონისთვის სპეციფიკური ვაქცინის ახალი ვერსია მზად 2022 წლის მარტისთვის მზად იქნება.


close დახურვა