აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. საუბარი საათ-ნახევარი გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ მოუყვა.
აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ისინი სანქციებისთვის მზად არიან. გარდა ამისა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შეფასებისას თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ აშშ და მისი პარტნიორები ერთგულნი არიან პრინციპისა "არანაირი მოლაპარაკებები და გადაწყვეტილებები უკრაინაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე".
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ აღშნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მხარს უჭერს უკრაინის ალიანში გაწევრიანების სწრაფვას.
Завершив півторагодинну розмову з @POTUS. Президент США ознайомив мене зі змістом його перемовин із Володимиром Путіним. Також обговорили можливі формати врегулювання конфлікту на Донбасі. Торкнулися перебігу внутрішніх реформ в Україні. pic.twitter.com/rialXAQGxq
8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზების გამო. თავის მხრივ, პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO სამხედრო პოტენციალს ზრდის და უკრაინის ტერიტორიის ათვისების სახიფათო მცდელობები აქვს.