logo
ENG



ტიკარაძე ამბობს, რომ არ იცის, გადაიხედება თუ არა უვადო მწვანე პასპორტის საკითხი

15 დეკ 202111:27
3 წუთის საკითხავი
clock 398
ტიკარაძე ამბობს, რომ არ იცის, გადაიხედება თუ არა უვადო მწვანე პასპორტის საკითხი

"არ ვიცი", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას, გადაიხედება თუ არა ისევ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტების საკითხი. ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის პოსტზე თვის ბოლომდე რჩება. 

გადადგომამდე მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ ეთანხმება, კოვიდგადატანილს უვადოდ ჰქონდეს მწვანე პასპორტი. 

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ აქ არსებობს გარკვეული სხვა საფუძველი, ვინაიდან ჩვენთვის მნიშნველოვანი არის ამ ეტაპისთვის, სწორად დაინერგოს და უსაფრთხოდ დაინერგოს მწვანე პასპორტი, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად, მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება, განიხილება ყველა სახის ცვლილება საჭიროებიდან გამომდინარე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ 3 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში.

მანამდე, მინისტრი უახლოეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გეგმავდა, განეხილათ უვადო მწვანე პასპორტის საკითხი, რადგან, მისივე თქმით, ეს "სამეცნიერო პრაქტიკაში" რისკებს შეიცავს.

"მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპოტს.

შეიძლევა ვადაც გადაიხედოს... კოვიდის შემთხვევაში სამეცნიერო პრაქტიკა მოკლე ვადებში გვიწევს, რომ დავადგინოთ და რიგ შემთხვევაში ის გარკვეულ ცდომილებებს ამიტომაც მოიცავს. სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ რომ ეს იყოს უვადო. ჩვენ წარვადგენთ საბჭოზე ამ რისკებს და იმედს ვიტოვებთ საბჭო გაითვალისწინებს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ 2 დეკემბრის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია.

 


close დახურვა