logo
ENG



მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა

05 იან 202210:06
3 წუთის საკითხავი
 

ყაზახეთში მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა. 

მათი ცნობით, პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა