logo
ENG


ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს
  • 369ნახვები

როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული და როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ასევე ეს აისახება საქართველოზეც. ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლის გატარებაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი.

თქვა ფინანსთა მინისრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა