logo
ENG


კობახიძე: გვჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია
  • 92ნახვები

რეალურად, თქვენ ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს, თეორიულად შეიძლება დასვას ვიღაცამ კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა - ამას აქვს მარტივი ახსნა, რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი დისკრედიტირებული და განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი ოპოზიცია, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

მე თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილო ის არის, რომ თვითოვნე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალი, ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავს საზოგადოება.

თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. ბრიფინგის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა