logo
ENG


ხოშტარია: პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები რომ ვართ, საამაყოა, ნამდვილი პატივია
  • 12ნახვები

ვიღებ მილოცვებს!

პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი. რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია!

თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები - სრულ უმცირესობაში.

ბოლომდე!

რუსთავის ქალთა ციხე

ვკითხულობთ დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილში. 

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა