დიალოგი უნდა გაგრძელდეს [რუსეთთან], ერთი მარტივი მიზეზის გამო - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მაინც მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის და ინტერესების შესაბამისად
თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.