logo
ENG



ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე: ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა

14 იან 202222:31
3 წუთის საკითხავი
clock 1595
ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე: ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძე სხვა ოპოზიციონერებთან შედარებით "პოზიტიური მოვლენაა" და პირადად, მისი მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა ამატებს, რომ საბოლოოდ, ისიც გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი იქნება. 

"ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ირებს. ამასთან მიმარტებით გუნდში მკაფიო პოზიცია არ გავქვს. მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგა, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.

მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ  პარლამენტი იმსჯელებს ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე, რადგან "განაჩენი მძიმეა". 

"განაჩენი, რაც ჩვენ მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე", - თქვა მან. 

***

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

 

 


close დახურვა