logo
ENG



სიჭინავა: ეს ხელისუფლების პროცესია, დაატოვებინონ ადამიანებს ჩვენი პარტია

22 იან 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock 693

პარტია საქართველოს წევრი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებმა მათი პარტია დატოვონ.

გახარიას გუნდი ბათუმში რამდენიმე წევრმა დატოვა. როგორც ისინი ასახელებენ, ამის მიზეზი რეგიონული ლიდერის, ირაკლი მიქელაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

"ეს არის კლასიკური შემთხვევა, ვერ დავარქმევდი ამას პარტიის დატოვებას. ეს არის ხელისუფლების მანქანის მიერ წარმოებული პროცესი, ადამიანების დაშანტაჟებით, იძულებით, მოსყიდვით ადამიანებს დაატოვებინონ პარტია. ეს არის ბრძოლის იარაღი, რომელსაც ჩვენი პარტიის მიმართ იყენებენ. მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა, ის არნახული ტერორი, ზეწოლა სახელმწიფო მანქანის გამართული მუშაობა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი შეერყიათ დაეშალათ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა", - ამბობს სიჭინავა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი პრემიერის პარტიას პლიტიკოსები ტოვებენ. ოქტომბერში ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრი, ირაკლი თავდგირიძე გახარიას გუნდიდან წავიდა. როგორც თავდგირიძე აცხადებდა, მისთვის მიუღებელი იყო ოპოზიციასთან კოალიცია. თუმცა ოპონენტები არ გამორიცხავდნენ, რომ თავდგირიძე მოისყიდეს. 


close დახურვა