logo
ENG



შსს-სთან ნატა ფერაძე დააკავეს

25 იან 202216:17
3 წუთის საკითხავი
clock 1945
ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე სტიკერების გაკვრის გამო დააკავეს. ის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შშმ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

"არა მილიციას. არა ძალადობას", - სწორედ მსგავსი შინაარსის ბანერები აქვთ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. შსს-ს შენობასთან იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციისა და პარტიის წარმომადგენელი, აქტივისტი, ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც არიან შშმ პირები.

გუშინ, 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი. ამ საქმეზე დღეს, 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.


close დახურვა