logo
ENG



შშმ მოზარდზე ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

27 იან 202216:11
3 წუთის საკითხავი
clock 2676

არასრულწლოვან შშმ მოზარდზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორივე პოლიციელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, რითაც სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროკურორი აცხადებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან იყო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე. ადვოკატებმა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, გირაო შესთავაზეს მოსამართლეს, რაც არ გაითვალისწინა.

ბრალდებული პოლიციელები დანაშაულს არ აღიარებენ.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი. ამ საქმეზე 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.

 

 
 
 

close დახურვა