logo
ENG



Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა

28 იან 202212:01
3 წუთის საკითხავი
clock 627
2022/01/28/a1wvymbzwt42n7v.jpg

28 იანვარს Georgian Airways-ის დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა ფრენის გაუქმება "ატეხილ აჟიოტაჟს" დაუკავშირა. 

გაუქმების განსხვავებული ვერსია დაასახელა მან რადიო თავისუფლებასთან:

"მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში და რუსეთში. [ეს იყო მიზეზი] კი... გავაუქმებთ თუ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისებს, ეს ავიაკომპანიის პრეროგატივაა და არა სხვისი. არაფერი გვაქვს ზარალი", - თქვა გაიაშვილმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. "გავრილოვის ღამისა" და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.

28 იანვარს დაგეგმილი რეისის გამო, მოქალაქეთა ნაწილს გაუჩნდა კითხვა ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ფრენა ერთჯერადი, ჩარტერული რეისია, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირების მიზნით დაიგეგმა. მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა.


close დახურვა