logo
ENG



საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინაზე რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა

01 თებ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინის თაობაზე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. რეზულოციას მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა მისცეს ხმა.

ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ წინადადება კენჭისყრაზე არ გაიტანა. გადაწყვეტილებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა იმ პუნქტს შეიცავს, რომელიც საჭიროა და დოკუმენტი ეხება იმას, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. 


close დახურვა