ეს ძალიან საშიში დროა საქართველოსთვის. დასავლეთი, NATO, აშშ ფოკუსირებულნი არიან იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ბორდერიზაციის გააქტიურების მაგალითები. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ასახოს ის განწყობა, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ხალხს, რომელიც მხარს უჭერს თავის უკრაინელ დებსა თუ ძმებს და სჯერა, რომ უკრაინელებსა და ქართველებს ბევრი რამ აქვთ საერთო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია რუსულ აგრესიაზე. არ მგონია, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს იმის მითითების, რომ ამ აგრესიის წყარო რუსეთია. რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და არა პირიქით. რუსეთი შეიჭრა 2014 წელს და არა პირიქით. რუსეთი აგრესორია, საქართველო და უკრაინა კი არიან მსხვერპლნი და ამაზე მითითებას არ უნდა მოვერიდოთ.
