63 მედიაორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე უარს ამბობენ.
"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.
ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.
ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას".
განცხადებას ხელს აწერენ:
თბილისი
1. netgazeti.ge
2. პუბლიკა (publika.ge)
3. ინდიგო
4. სტუდია მონიტორი
5. queer.ge
6. dev.ge
7. On.ge
8. ტაბულა
9. სამოქალაქო საქართველო — civil.ge
10. მედიაჩეკერი
11. პროექტი 64
12. Chai Khana media
13. Ufleba.ge
14. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"
15. მედია ჰოლდინგი კომერსანტი
16. OC Media
17. მედიაპორტალი "კაქტუსი", cactus-media.ge
18. ჯემნიუსი (jam-news.net)
19. ონლაინ გამოცემა sova.news
20. რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
21. "მთის ამბები" — mtisambebi.ge
22. საქართველოს ამბები — sakartvelosambebi.ge
23. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
24. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
შიდა ქართლი:
25. ქართლის ამბები (qartli.ge)
26. გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
27. TV მედიამონიტორინგი
28. "ქართული მედია ჯგუფი" — metalab.ge / feminism.ge
29. დია
ქვემო ქართლი:
30. სათემო რადიო "მარნეული"
31. ქალთა სათემო რადიო ww
32. ქვემო ქართლის მედია — QvemoQartli.ge
33. ნეო ტვ — neotv.ge
34. მარნეული TV
35. რადიო ბოლნელი
სამცხე-ჯავახეთი:
36. სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge
37. ტელეკომპანია "ბორჯომი", borjomi.tv
38. მეცხრე არხი, ახალციხე
39. სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
40. მედია სახლი — სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
41. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
42. TOK TV
აჭარა
43. Batumelebi.ge
44. TV 25
სამეგრელო:
45. ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი
46. რადიო ათინათი
47. კოლხეთი 89
48. ეგრისი TV
49. რადიო ოდიში
50. ჰარმონია
კახეთი:
51. კახეთის ხმა, knews.ge
52. საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge
53. პანკისის სათემო რადიო
54. თანამგზავრი TV
იმერეთი:
55. ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტი" kutaisipost.ge
56. რიონი TV
57. იმერვიზია TV
58. მეგა TV
59. TV ზარი
60. რადიო რიონი
61. რადიო ზარი
გურია
62. გურია TV
მცხეთა-მთიანეთი
63. აგროგარემო TV
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.