logo
ENG



ჰერჩინსკი რუსულ კანონზე: შეუთავსებელია EU-ს 12 პრიორიტეტთან, ცუდი გზავნილია

24 თებ 202317:37
3 წუთის საკითხავი
clock 731
2023/02/24/fqeogx3zxz9bdur.png

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რუსული კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია და რომ "ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს."

"ჩემმა ზემდგომებმა ბრიუსელიდან უკვე გამოხატეს პოზიციები ამ კანონპროექტის შესახებ. გამოიყენეს სიტყვები, როგორებიცაა "შემაშფოთებელი", "შემაწუხებელი". ჩემი მხრიდან, მინდა ვთქვა, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკომისიის სულ მცირე, 2 პრიორიტეტთან 12-დან. ერთი მათგანი ეხება მედიის თავისუფლებას, მეორე კი სამოქალაქო საზოგადოებას. ასე, რომ ეს ცუდი გზავნილია, ცუდ დროს მაგრამ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ როგორმე ეს ინიციატივა გადაიხედება, ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. დრო ჯერ კიდევ არის და ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა არ ითარგმნება კანონად."- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

* * *

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა.

"ეს კანონი ასევე არაა აშშ-ის კანონზე. ამერიკული კანონი არის ლობისტებზე და იურიდიულ კომპანიებზე, რომლებსაც უცხოური ხელისუფლებები ქირაობენ, რათა წარმოადგინონ ამ უცხოური ხელისუფლებების პოლიტიკური ინტერესები. ეს [ქართული ოცნების] კანონპროექტი კი ამაზე არაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს ის კანონია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა, გამიზნულია განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად."- თქვა დეგნანმა. 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.


close დახურვა