მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, გელათის მონასტერი წლებია ზიანდება, ტაძარში წყალი ჩადის და უნიკალურ ფრესკებს ფრაგმენტები ცვივა. ამ დროს კულტურის მინისტრი გელათში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, სათვალთვალო კამერებს და პოლიციელებს აყენებს.
რას და ვისგან იცავს წულუკიანი ალბათ ახსნას ვერ მოვუძებნიდით, რომ არა მეზობელი ქვეყნის კულტურის მინისტრის განცხადება. ანარ კარიმოვი მოლაპარაკებების გზით განჯის კარის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას ითხოვს და ამის შესახებ როგორც ირკვევა მან ქართული ოცნების ხელისუფლებასთანაც ისაუბრა. უცნობია ამ მოლაპარაკებების დეტალები, ოფიციალური თბილისი ამ თემაზე არ საუბრობს. ასევე უცნობია რა სტრატეგია აქვს ოფიციალურ თბილისს ბაქოს მოთხოვნასთან დაკავშირებით და არის თუ არა თუნდაც მცირედი შანსი იმისა რომ ბაქოს გაცხადებული სურვილი სადაო საკითხების მოსაგვარებლად გამოვიყენოთ. განჯის კარი - შესაძლებლობა თუ ახალი ნაღმი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობაში?