logo
ENG



კობახიძე: ჰარცელის განცხადებები არ არის სამართლიანი და ობიექტური, შესაბამისად, არც საინტერესო

16 თებ 202223:25
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ჰარცელის განცხადებები არ არის სამართლიანი და ობიექტური, შესაბამისად, არც საინტერესო
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კრიტიკული შეფასებები არასამართლიანი და არაობიექტურია, შესაბამისად, არც საინტერესო. 

"არცერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური. სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული. სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ პალიტრის ეთერში. 

კარლ ჰარცელმა საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. 

ევროკავშირის ელჩის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებამაც და თქვა, რომ "ჯერ კიდევ ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზს, თუ რატომ დაიშალა მოულოდნელად და ნაჩქარევად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური". 


close დახურვა