logo
ENG



რუსეთში ამბობენ, რომ უკრაინულ ენაზე ქართული ანონსის წასაშლელად Rugby Europe-ს თვითონ მიმართეს

23 თებ 202214:14
3 წუთის საკითხავი
clock 1363
2022/02/23/8acdh3stiz9lscy.jpg

რუსეთის რაგბის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის უკრაინულ ენაზე ანონსის წასაშლელად ევროპის რაგბის ფედერაციას თვითონ მიმართეს. პრესატაშე ანტონ ხალიზოვი ამბობს, რომ Rugby Europe-ს სიტუაციაში გასარკვევად მიმართეს.

"გვიპასუხეს, რომ მსგავსი პუბლიკაციები დაუშვებელია, რომ ეს რეგლამენტის დარღვევაა. Rugby Europe-მა მიმართა ქართულ მხარეს აფიშა წაეშალა", - განაცხადა ხალიზოვმა.

რუსეთ-საქართველოს მატჩი 27 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართება. 

სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის ანონსი უკრაინულ ენაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ტერიტორიები, ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. რამდენიმე საათში კი აფიშა რაგბის კავშირის პლატფორმებიდან გაქრა. 


close დახურვა