logo
ENG



კიევის უნივერსიტეტი: თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს

08 მარ 202222:44
3 წუთის საკითხავი
 
კიევის უნივერსიტეტი: თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს

ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისი დიპლომი არ აქვს. 

"აჭარის რესპუბლიკის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ ქმედებებს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, როგორც ვიკიპედიის მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზეა მითითებული, სიმართლეს არ შეესაბამება". - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.  

უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ რიჟვაძემ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე, დოქტორანტურაზე, 2015 წელს ჩააბარა, 2017 წელს კი ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი ნებით ამოირიცხა.

"სწავლა შეწყდა და სწავლის ეს პერიოდი სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით არ დასრულებულა. 

ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა". - წერია განცხადებაში. 

7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვინ დაიწყო ომი - რუსეთმა თუ უკრაინამ, თქვა, რომ ეს დარგის ექსპერტებმა იციან. 

"ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს. მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას", -თქვა მან. ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რიჟვაძემ უპასუხა: "საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ". 


close დახურვა