logo
ENG



"მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს

11 მარ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/ribdb2ozzyxa12y.png

დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მისი ცოლი Twitter-ზე წერს.

"საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 40 საათი გზაში ვიყავით, 2 დღე ველოდით მის გახსნას ზვავსაშიშროების შემდეგ. 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, 14 საათი ველოდით ქართულ მხარეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს აეკრძალოს საქართველოში შესვლა ფორმულირებით "სხვა მიზეზი". - წერს ვარვარა მიხაილოვა.

როგორც თავად ფრენკელი წერს, მესაზღვრეებმა არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ და პასუხს "სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ".

"მომწონს საქართველოს ხელისუფლება როცა ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათის განმავლობაში ისინი სადღაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ, რომ თვითონაც არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში- უარი. არ გვაჭამეს, მაგრამ შეცოდების გამო, დივანთან მიგვიშვეს", - წერს თავად ფრენკელი.

მანამდე, ​5 მარტს საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, დოჟდის ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი არ შემოუშვეს. მისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. 

ფიშმანმა ფორმულასთან თქვა, რომ მისთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვადასხვა წყაროებისგან გაიგო, რომ არშემოშვების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობაა. 

 


close დახურვა