logo
ENG



დავითაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომს გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე

13 მარ 202212:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/g7q01kg09d0l24h.jpg

საქართელოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება, რადგან ომის მონაწილეები საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტიონერები არიან. 

"ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები საქართველომ მიიღოს ამ კუთხით იმისთვის, რომ შევამციროთ გავლენა, რომელიც ომს შეიძლება ჰქონდეს." - თქვა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, რთულია ვისაუბროთ კონკრეტულ პროგნოზებზე, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული მდგომარეობა და რამდენად მძიმე იქნება მათ შორის სანქციებით გამოწვეული შედეგები. 

რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მთელი საგარეო ვაჭრობის მეხუთედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის.


close დახურვა