logo
ENG



ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა

16 მარ 202223:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/igty87s7wzfukll.jpg

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. 

თეთრ სახლში, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ბაიდენმა თქვა: "ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა". ეს პირველი შემთხევაა, როდესაც ბაიდენმა პუტინს ასე უწოდა. 

დღეს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. 

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. სტინგერების რაოდენობა, რომელიც უკრაინას დახმარების ახალი პაკეტით გადაეცემა, 800 ერთეულია.

ასევე, უკრაინას გადაეცემა: 

  • 9000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის ჯაველინები;
  • 7000 ერთეული სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი;
  • 20 მილიონი დოლარის საბრძოლო აღჭურვილობა;
  • ე.წ კამიკაძე დრონები, რომელთა რაოდენობაც არ დასახელებულა. 

close დახურვა