ვოლინის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსის იური პოგულაიკოს განცხადებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელარუსის მხრიდან გაშვებული 4 რაკეტიდან 3 ჩამოაგდეს.
როგორც პოგულაიკომ აღნიშნა, რაკეტები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაშვებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა მოგვიანებით პოგულაიკომ დაადასტურა, რომ ისროლეს რაკეტები.
უკრაინულმა ჯარმა რაკეტები ვოლინის თავზე ჩამოაგდო.