logo
ENG



ლიეტუვის ჯარის მეთაური: უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებს მოვაწყობთ

10 აპრ 202222:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/faitrkfo8vbrmj2.jpg

ლიეტუვის ჯარის მეთაურლის ვალდემარას რუპშის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებს მოაწყობენ.

როგორც რუპშისმა აღნიშნა, წვრთნები ლიეტუვაში ჩატარდება და მიმართული იქნება "მაქსიმალური შედეგების მიღწევისკენ".

"მზად ვართ მათი ინსტრუქტორები გადავამზადოთ, მოვამზადოთ ისინი იმ ტექნიკასთან მუშაობისთვის, რომელსაც ჩვენ ვმართავთ და რომელიც გაგვაჩნია. ეს ის ცოდნაა, რომელიც უკრაინაში გამოადგებათ. უკვე თითქმის 2 თვეა უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და დემოკრატიისთვის ჩვენი სიტუაცია განსხვავებულია, ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ", - აღნიშნა რუპშისმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა აკეთებს ყველაფერს რომ ალიანსის სუსტი რგოლი არ იყოს: "ვაძლიერებთ ჯარს, ვატარებთ წვრთნებს მოკავშირეებთან ერთად, ვიღებთ და სხვებსაც ვუცვლით ჩვენს გამოცდილებას".


close დახურვა