logo
ENG



ბუდანოვი: გაზაფხულზე დიდ იერიშს ვგეგმავთ, ყველაზე ცხელი ბრძოლები მარტში იქნება

05 იან 202313:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/mrhpudw1jg9oe1z.jpeg

დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა დიდ იერიშს გაზაფხულზე გეგმავს და ყველაზე "ცხელ" ბრძოლებს მარტში ელოდება.

როგორც ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს.

"ამ დროისთვის ჩვენ ვიხილავთ მეტი ტერიტორიის გათავისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის ბოლო მარცხებს. ეს მთელ უკრაინაში მოხდება, ყირიმიდან დონბასამდე. ჩვენი მიზანია, და ჩვენ მას აუცილებლად მივაღწევთ - დავუბრუნდეთ 1991 წლის საზღვრებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს", - თქვა ბუდანოვმა.

კითხვას - უკრაინამ დაბომბა თუ არა რუსეთში ენგელსის ბაზა, ბუდანოვმა ასე უპასუხა: "ამ კითხვაზე პასუხს ახლა ვერ გაგცემთ, პასუხის გაცემას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შევძლებ. თუმცა ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამ ფაქტით".

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები გაგრძელდება და უფრო სიღრმისეულიც გახდება.


close დახურვა