logo
ENG



"ჩემი მთავარი ფუნქცია ვერ გაგიგიათ" - ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტს

07 აპრ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock 1207
"ჩემი მთავარი ფუნქცია ვერ გაგიგიათ" - ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტს

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და კულტურის სამინისტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ისინი ამბობენ, რომ "წულუკიანმა კულტურის სფეროს უზურპაცია მოახდინა" და ელისო ბოლქვაძეს სთხოვენ, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და კონკრეტული მხარე დაიჭიროს ან ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის სტატუსი.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ამ მოთხოვნას ასე გამოეხმაურა: "ძალიან სასაცილოა ეს და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ" - თქვა მან ტვ პირველთან საუბრისას.

"სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ არ ჰქონდეთ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს პრობლემები და ვმუშაობთ ბევრ რაღაცაზე, რაც ალბათ თქვენ არ იცით და არ გინდათ, რომ გაიგოთ".

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელებს თუ არა კომიტეტი ზედამხედველობას სამინისტროზე, რაზეც ბოლქვაძემ ასე უპასუხა:

"ზედამხედველობა რაზე უნდა განვახორციელოთ? ჩვენ საკადრო პოლიტიკაში არ ვერევით. ჩვენ სხვა მიმართულებები გვაქვს, რასაც ვახორციელებთ ყოველდღიურად" - თქვა ბოლქვაძემ, რაზეც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ მათი მთავარი ფუნქცია ზედამხედველობის განხორციელებაა, ბოლქვაძემ კი ასე უპასუხა: "ჩემი მთავარი ფუნქცია ვერ გაგიგიათ".


close დახურვა