აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ამბობს, რო აშშ, სავარაუდოდ, დაადგენს, რომ ის, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, გენოციდია.
მისი თქმით, ჯო ბაიდენმა მთელი გულით განაცხადა, რომ ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის გენოციდი რუსეთის ფედერაციის და მისი ძალების მხრიდან".
ნულანდის განცხადებით, აშშ არის მტკიცებულებების შეგროვების პროცესში, რათა გენოციდი მთავრობის მიერ ოფიციალურად დადგინდეს.
"მაგრამ, ვაპირებ ვიწინასწარმეტყველო, რომ იმას, რასაც პრეზიდენტმა გენოციდი უწოდა, საბოლოოდ ვიპოვით, როცა შეგვეძლება, ამის ყველა მტკიცებულება შევაგროვოთ. იმიტომ, რომ ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის და მისი ძალების მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მოსახლეობა". - თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იქონია გავლენა სანქციებმა შემაკავებელი ეფექტი ვლადიმირ პუტინის ქმედებებზე, ნულანდმა უპასუხა:
"იმიტომ, რომ პუტინს არ აინტერესებს თავისი ხალხი ან ქვეყანა, მას მხოლოდ თავისი პირადი იმპერიული ამბიციები ამოძრავებს. ვერ ხედავს, რომ რასაც ის აკეთებს, არის არა მხოლოდ უკრაინის ქცევა ნანგრევებად, არამედ რუსეთის საპყრობილედ ქცევა". - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
