logo
ENG



აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი  Facebook პოსტის გამო სუს-ში დაიბარეს 

15 აპრ 202214:53
3 წუთის საკითხავი
clock 1219
2022/04/15/8e2e369avazjo1q.jpg

აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი Facebook სტატუსის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საუბარია 14 მარტის პოსტზე. 

"საქართველოს მთავრობავ, მე, ზურაბ ბერძენიშვილი, დაბადებული ქალაქ ბათუმში, 1991 წლის 3 ივლისს, გეუბნებით ღიად და საჯაროდ, რომ დღედაღამე ვფიქრობ იმაზე, როგორ გ ა დ ა გ ა ტ რ ი ა ლ ო თ , გაგაჯმევინოთ და თქვენი ბუნდღა ვეღარ ვნახო მეორედ არამხოლოდ ძალაუფლების წყაროსთან, არამედ, საერთოდ, ამ ქვეყნის საჯარო სივრცის ვერცერთ კუთხე-კუნჭულში."

აქტივისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ, 12 საათზეა დაბარებული. ამის შესახებ ის თავის Facebook გვერდზე წერს. 

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.


close დახურვა