logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

17 აპრ 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock 665
გამოვლინდა კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 3 ადამიანი. 

ჩატარდა 8 018 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.43%-ია. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 1 653 044 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 16 792 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 270, საიდანაც:

340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 186, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 930 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 


close დახურვა