
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან.
24 აპრილს ზელენკიმ თქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდებას განიხილავს, რაც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება.