logo
ENG



წულუკიანი: უზდენოვი პრემიერს არ შეხვედრია, გადაწყვიტა, გადაემისამართებინა ბიზნესწრეებთან

26 აპრ 202218:39
3 წუთის საკითხავი
clock 997

​ვიცე პრემიერმი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანია სისტემას ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი ირაკლი ღარიბაშვილს არ შეხვედრია. წულუკიანის განცხადებით, პრემიერმა მისი ბიზნესწერეებთან გადამისამართება გადაწყვიტა. 

"ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა, შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესმენი გადამისამართებულიყო ბიზნესწრეებთან". - თქვა თეა წულუკიანმა. 

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია "სისტემაში" ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

ასევე, ახსენებენ ვინმე დავითს, რომელიც, სავარაუდოდ, კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი დავით ხიდაშელია. იგი რუსეთში ყოფნისას რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია "სისტემას" ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ ევტუშენკოვია. 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს".  

ასეევე, 26 აპრილს დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. მისი განცხადებით, შეხვედრა სთხოვა პრემიერმინისტრს, მან კი ბიზნესსექტორთან გადაამისამართა. მისივე განცხადებით, "ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა". 


close დახურვა