logo
ENG



კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს განხორციელდა

28 აპრ 202222:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/wfq13p7e9erfrmj.png

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ვიზიტის დროს განხორციელდა.

"სარაკეტო დარტყმები კიევის ცენტრში ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა. 1 დღის წინ ის კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებები მოხდა. [მისალოცი] ბარათი მოსკოვისგან? გაიხსენეთ, რატომ იკავებს რუსეთი ამ დრომდე ადგილს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში?", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, კიევში ორი აფეთქება მოხდა. მოგვიანებით ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც დაადასტურა. მისი თქმით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. 

ცნობისთვის, დღეს კიევში ბულგარეთის პრემიერმინისტრიც იმყოფებოდა. 


close დახურვა