logo
ENG



6 მარტს საქართველოში 92 ადამიანი აიცრა

07 მარ 202214:00
3 წუთის საკითხავი
 
6 მარტს საქართველოში 92 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) სტატისტიკით, გუშინ, 6 მარტს საქართველოში მხოლოდ 92 ადამიანი აიცრა კორონავირუსის წინააღმდეგ.

7 მარტის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 1 248 841 ადამიანი, ანუ 18 წელს ზემოთ  მოსახლეობის 43.5%. გარდა ამისა, ბუსტერ დოზით აცრილია 222 624 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%) სრულად აცრილია - 3 181 (1.79%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532 (15.45%); სრულად აცრილია - 11 092 (13.68%).

მარტის ბოლოს ფაიზერის არსებულ დოზებს ვადა გასდის. ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე ასახულია, რომ მარაგშია 300 ათასზე მეტი დოზა ფაიზერის ვაქცინა.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ თვის ბოლოს ვაქცინების ახალ ნაკადს მიიღებენ. 

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.

 


close დახურვა