logo
ENG



მაკრონის ინიციატივაა, არაწევრი ქვეყნების EU-ში ინტეგრაციისთვის ახალი ალიანსი შეიქმნას

09 მაი 202218:22
3 წუთის საკითხავი
clock 912

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი ტიპის "ევროპული პოლიტიკური საზოგადოება", რომელიც საშუალებას მისცემს EU-ს არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას და ბრიტანეთს, შეუერთდნენ "ევროპის ძირითად ღირებულებებს".

მაკრონის თქმით, "ევროპული პოლიტიკური საზოგადოება" ღია იქნება დემოკრატიული ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ ძირითად ღირებულებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება, თანამშრომლობა ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ინფრასტრუქტურის ინვესტიციებში.

ამასთან, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე წელი, ან შესაძლოა, რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს.

"უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ჩვენი ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი...იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ უკრაინას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ მის EU-ში გაწევრიანებას რამდენიმე წელი, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც დასჭირდეს", - განაცხადა მაკრონმა.


close დახურვა