logo
ENG



ბოლო 1 კვირაში კორონავირუსის 745 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

10 მაი 202211:52
3 წუთის საკითხავი
clock 1003
ბოლო 1 კვირაში კორონავირუსის 745 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში (2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით) კორონავირუსის 745 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა.

მათი ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ცხადდება.


close დახურვა