logo
ENG



თაღლითობის სქემა - შაბათის ფორმულა

14 მაი 202221:18
3 წუთის საკითხავი
clock 1060

შაბათის ფორმულამ შესაძლო თაღლითობის კიდევ ერთ საქმეზე უნდა მოამზადა რეპორტაჟი, სადაც შესაძლოა მონაწილეობდნენ მოქმედი ნოტარიუსები. საქმე ეხება ღამით,  მოტყუებით, არაკანონიერად გადაფორმებულ ბინებს თბილისში. შაბათის ფორმულას დაზარალებული უყვება, როგორ აღმოაჩინა რომ მისი სახლი მის მდგმურს ეკუთვნოდა. პირადი საქმისთვის საჯარო რეესტრში მისულმა გაარკვია, რომ სახლი მისი აღარაა.  შესაძლო თაღლითობის სქემა კარგად გათვლილია. არსებობს 7 დაზარალებული, და შვიდივე საქმეში ერთი და იგივე ქალები ფიგურირებენ, რომლებიც ნოტარიუსთან შეცვლილი გარეგნობით მიდიოდნენ, მაქსიმალურად ემსგავსებოდნენ ბინის რეალურ მფლობელებს და საქმეებს ნოტარიუსთან ასე აგვარებდნენ, საეჭვოა ისიც, რომ შვიდივე საქმეში ერთი ნოტარიუსი ფიგურირებს.


close დახურვა