logo
ENG



9-დან 15 მაისის ჩათვლით COVID 19-ის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

17 მაი 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock 768
9-დან 15 მაისის ჩათვლით COVID 19-ის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

9-დან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

სულ ჩატარდა 97 625 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.62%.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით გარდაიცვალა 16 822 ადამიანი.


close დახურვა