logo
ENG



"შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე" - სახდეპის მრჩეველი NGO-ებს შეხვდა

19 მაი 202210:07
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა თქვა, რომ საუბარი შეეხო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის, ასევე ნიკა გვარამიას საკითხს.

"მათ განსაკუთრებულად შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე და როგორ იმართება რეალურად სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან საუბარი იყო წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც არსებითად პოლიტიზირებულია.

ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საკითხზე, ასევე მოტანილი იყო მაგალითები იმისა, თუ როგორ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ", - თქვა სიმონიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს გუშინ ეწვია. 

მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან


close დახურვა