logo
ENG



კრამონი კობახიძის განცხადებაზე: ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა

20 მაი 202211:13
3 წუთის საკითხავი
 
კრამონი კობახიძის განცხადებაზე: ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. 

კრამონი Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ "ფონ კრამონზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის კრიმინალების მფარველია".

"ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა", - წერს ფონ კრამონი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს - ანა ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს "ანტიევროკავშირი" უწოდა.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება და მიზეზად ევროპარლამენტარის პიროვნული ფაქტორებიც დაასახელა.

"ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. მათ შორის, პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა