logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება რამდენიმე კვირაში მოხდება

24 მაი 202219:44
3 წუთის საკითხავი
clock 779
2022/05/24/n463yemlujofncq.png

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება რამდენიმე კვირაში მოხდება. 

CNN-თან საუბარში ლაიენმა თქვა, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი საინვესტიციო საჭიროებებისთვის. 

"ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე კვირის საკითხია, მაგრამ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი საინვესტიციო საჭიროებებისთვის. მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა პუტინს არ ექნება ნავთობის მიღების საშუალება, რომ ის არ მოგვყიდის ნავთობს და შემდეგ უფრო მაღალ ფასად არ გაიტანს მსოფლიო ბაზარზე". - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, უნგრეთი, ეწინააღმდეგება ევროკომისიის წინადადებას 2023 წლის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის მოხმარების სრულად ჩანაცვლების შესახებ. რუსული ნავთობის ემბარგო ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილია. 

ურსულა ვონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვისაც

"რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარების საჭიროება დიდია და ამისთვის ყველამ უნდა გადავიხადოთ, ისევე, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ამასთან, ერთადერთი სამართლიანი გზა იქნება, რუსეთმაც გადაიხადოს თავისი წილი. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივ შესაძლებლობებს, რათა გავყინოთ რუსული აქტივები ამ მიზნით. ეს არ არის მარტივი სამართლებრივი კუთხით, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ". - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 


close დახურვა